Sunday, October 26, 2014

მეცხრე დღისრეფლექსია

შევაჯამეთ მთელი ჩვენი პროექტის მუშაობა, გავუზიარეთ ჯგუფის წევრებს.  ვისწავლეთ ნამუშევრის ბლოგზე დადება და ჩვენი პროექტები განვათავსეთ ბლოგზე. დღე იყო მეთად შინაარსიანი და ნაყოფიერი. მადლობა ჯგუფის ტრენერს გაწეული მუშაობისათვის.

Saturday, October 25, 2014

მერვე დღის რეფლექსია

განვიხილეთ ბლოგის მენიუ.ვისწავლეთ ბლოგზე სურათების , გვერდების და ანიმაციების დამატება. ვიმუშავეთ პორტფოლიოს პრეზენტაციაზე.

Tuesday, October 21, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია.

დავწერეთ პროექტის შეფასების რუბრიკა,მოსწავლეთა პრეზენტაციის და შუალედური შეფასების რუბრიკები.რაც დაგვეხმარება მომავალი პროექტების წარმოებისას.

Saturday, October 18, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

     ვიმუშავეთ წყვილებში მოსწავლეთა ნამუშევრებზე კომენტარების გაზიარების მიზნით.მივეცით რჩევები  ერთმანეთს და ვიმუშავეთ ნამუშევრების პრეზენტაციაზე. პრეზენტაციები მოვათავსეთ ჩვენს საქაღალდეში. ასევე შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის დამხმარე და განვათავსეთ საქაღალდეში.ერთი სიტყვით საინტერესო და შრომატევადი დღე გვქონდა.

Sunday, October 12, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

მასწავლებლის ბუკლეტი
ბუკლეტის ნიმუში
დღეს ვისწავლეთ მოდული 3. კავშირები. 3-2-1 სტრატეგია უკუკავშირის გაზიარების დროს. ვისწავლეთ გამოყენებული ლიტერატურის ფორმის შევსება. გავეცანითსაავტორო უფლებებს. კომენტარები დავუდეთ  ჯგუფებში მონაწილე მასწავლებლებს პროექტის ბუკლეტებთან დაკავშირებით. ვისწავლეთ ლინკის დადება ბლოგზე. ერთი სიტყვით ნაყოფიერი და საინტერესო სამუშაო დღე გვქონდა.

Saturday, October 11, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

 განვიხილეთ და ვიმუშავეთ შეფასებების სხვადასხვა მეთოდებზე, რომლებიც დავაკავშირეთ ჩვენს პროექტებთან და დავწერეთ წინარე ცოდნის შეფასების ფორმა.

Sunday, October 5, 2014

მესამე დღის რეფლექსია

განვიხილეთ  მოდული 2,  აქტივობა 1 და 2. შევარჩიეთ თემის შესაბამისი სტანდარტი თავისი ინდიკატორებით , ზოგადი, შინაარსობრივი და თემატური კითხვები და გადავიტანეთ გეგმის შაბლონში.მთელი სამუშაო პროცესი იყო საინტერესო და მიზნობრივი.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
როგორ ვიყენებთ ლოგიკურ აზროვნებას ახალი თვისებებისა და კავშირების აღმოსაჩენად?
თემატური კითხვები
რა ადგილი უჭირავს გეომეტრიას ჩვენს ყოფა- ცხოვრებაში?
შინაარსობრივი კითხვები
რაში ვიყენებთ ღერძულ სიმეტრიას?